ტრენინგი "ინტელი"
(რეფლექსია)
2016 წლის 7 თებერვალს დავესწარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრის
მიერ
ორგანიზებულ
ინტელის
ტრენინგს.
ტრენინგი
ჩატარდა
სსიპ–ქალაქ ბათუმის
მე–15 საჯარო სკოლაში. ტრეინინგი
გაგრძელდა
4 საათს. ტრენერი: გვანცა სალია.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო გავცნობოდით ტრენინგის შინაარსსა და სტრუქტურას. ტრენინგის პირველი დღე მოიცავდა პირველ მოდულს: პროექტებით სწავლება და პროექტის მონახაზი.
მოდული თავის მხრივ სხვადასხვა აქტივობებისგან შედგებოდა. ესენია: პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა,
პროექტის შესაბამისი 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები, საპროექტო იდეების გენერირება, რეფლექსია
ბლოგზე.
გეგმის შესაბამისად, ტრენინგი დაიწყო გაცნობით.
ტრენერმა
წარმოგვიდგინა
საკუთარი
თავი
და მოკლედ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და პიროვნულ თვისებებზე,
რომლებიც
გარკვეულწილად
აისახებოდა
მის
პროფესიულ
საქმიანობაში.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები.
ტრენერმა მიმოიხილა
ყველა აქტივობა. მან აქცენტები გადაიტანა მოდულის ძირითად აქტივობაზე რაც მოცავდა პროექტის
მთავარის მახასიათებლების გაცნობას განვიხილეთ სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტი და გავეცანით მის სტრუქტურას.
ტრენინგის პირველივე
დღეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შევქმენი პირადი ბლოგი. დღის ბოლოს შევაჯამეთ
ტრენინგზე
განხილული
საკითხები და დავწერეთ რეფლექსია.
მარიამ
დოლიძე
7.02.2016